შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურმა დირექტორმა, მარია გამეს გამესმა ხელი მოაწერეს ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს, მარია გამეს გამესი დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეების მიერ განხორციელებული წარმატებული საქმიანობა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge