16:52 15.09.2020
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი საარჩევნო კამპანია „დაავალე მიშას“ წამოიწყო

ნაციონალურმა მოძრაობამახალი საარჩევნო კამპანიადაავალე მიშას“ წამოიწყო, – ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა დავალება, რომელსაც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობისგან მიიღებენ, „ნაციონალური მოძრაობისპრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა.

 

საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები აქტიურად მართავენ წინასაარჩევნო კამპანიას და დღეს, ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიასდაავალე მიშას“, რაც გულისხმობს შემდეგსჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთნაციონალური მოძრაობისგანხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან. ამიტომ, ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, რაიონს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ იმ დავალებებს, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას. ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სწორედ ეს რჩევები და დავალებები იქნება ის გზავნილები, რომლითაც უნდა დავიწყოთ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა. ყველა დავალება გადაეცემა ჩვენი პრემიერობის კანდიდატს და შემდგომ მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობაში დაგროვდა. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქართველო ძლიერი ოჯახებით. ველით დავალებებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge