20:14 15.09.2020
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების საქმე, შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულების საქმე, შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ წინასასამართლოა სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს.

 

„მოსამართლემ შესვენების შემდეგ განუმარტა ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა არჩევის უფლების შესახებ, რომელსაც გაგზავნის პენიტენციურ სისტემაში. ჩამოყალიბდებიან ბრალდებულები და შემდეგ გაგაცნობთ პოზიციას“, – განაცხადა ადვოკატმა ლელა გოგოლაძემ. საქმის პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, პროკურატურას დადებითი პოზიცია აქვს, ზოგადად ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ. „ამ შემთხვევაში ეს ბრალდებულების გადასაწყვეტია. თითოეული ბრალდებული თავად გადაწყვეტს მისი საქმე უნდა განიხილოს მოსამართლემ თუ ნაფიცმა მსაჯულებმა“, – განაცხადა პროკურორმა.

 

საქმეზე შემდეგი პროცესი 21 სექტემბერს გაიმართება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge