დღე: 25

ღამე: 17

USD 2.7191

EUR 3.202

„24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს“ 16.09.2020 00:37

დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, უკმაყოფილოა იქაური პირობბით. როგორც ის აცხადებს, 24 საათის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იყო და მისი კვება არავის გახსენებია:

 

"ის, რომ მე 24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს. შეიძლება მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი ადამიანს რომ სადმე ამყოფებ, ალბათ, რაღაც უნდა შესთავაზო", - განაცხადა დეპუტატმა.

 

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში არა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უსაფრთხოება ირღვევა, რადგან ყველა პაციენტი საერთო სველი წერტილით სარგებლობს, გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად სარდაფია, რადგან ოთახებს ფანჯრები არ აქვს.

 

შგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge