დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

პარლამენტი დღეიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას იწყებს 16.09.2020 08:45

საერთო სასამართლოების შესახებ კანონმდებლობაში მომზადებულ ცვლილებებზე მსჯელობას პარლამენტი დღეიდან იწყებს.

ცვლილებები ორ მნიშვნელოვან საკითხს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას უკავშირდება.

კანონპროექტზე დეპუტატები პირველი მოსმენით ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ, შემდეგ კი, პლენარულ სესიაზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს ჩვენ ვიმსჯელებთ კანონპროექტზე, რომელიც შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესის შემდგომ დამტკიცებას იმ რეკომენდაციებიდან გამომდინარე, რაც გასცა ვენეციის კომისიამ, უკავშირდება დასაბუთების საკითხს, კონკრეტული მონაწილის მხრიდან გასაჩივრების საკითხს, დაკავშირებულია კენჭისყრის ფარულობასთან თუ მის ღიაობასთან. შესაბამისად, ეს არის ის საკითხები, რომელზეც ვენეციის კომისია საუბრობდა. გვაქვს რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების შესაბამისად არის ეს კანონპროექტი შემუშავებული და ითვალისწინებს, როგორც გასაჩივრების პროცედურას, ასევე დასაბუთებას. ასევე, მსჯელობა უნდა იყოს, ეს პროცესი ღია უნდა იყოს თუ ფარული. ამის შესახებ ალბათ მოგვიწევს კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა, განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.​

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge