დღე: 36

ღამე: 21

USD 2.716

EUR 3.1753

პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველომ "მწვანე ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება შეძლო 16.09.2020 10:53

 

"საქართველომ "მწვანე ქვეყნისსტატუსის მოპოვება შეძლო," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112- სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო არენაზე საქართველო, დღეს, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

 

„ეს შესაძლებლობას გვაძლევს პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი. მსოფლიოსთვის მნიშნველოვანი მოვლენა სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში  პიონერები ვიყოთ, რის საფუძველსაც ტურიზმის სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვებულიგამოცდილება გვაძლევს. ვფიქრობთ, რომ ტურიზმის სექტორისთვის საქართველოში პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა“,-განაცხადა პრემიერმა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ