10:53 16.09.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტურიზმის სფეროს მაქსიმალურ თანადგომას ჰპირდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტურიზმის სფეროს მაქსიმალურ თანადგომას ჰპირდება. როგორც მან გაერო- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112- სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჩვენ ტურისტულ სექტორს გვერდით ვედექით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა შეღავათებით.

 

საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა, მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და ეკონომიკის გადარჩენა. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, ვიდრე გლობალურად ტურიზმის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება“,-განაცხადა პრემიერმა.

 

გახარიას  თქმით, საქართველოს ტურიზმის სფერო, არსებული კონკურენციის გამოწვევების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge