13:09 16.09.2020
ნაზი ჯანეზაშვილი: კოლაფსში მყოფ სასამართლო სისტემას ფასადური ცვლილებები ვერ გადაარჩენს

„სასამართლო სისტემაში უმძიმესი ვითარებაა, რასაც თავისუფლად შეგვიძლია კოლაფსი ვუწოდოთ.“

 

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, სისტემaში ძალიან ბევრი პრობლემებია.

 

„ბოლო დროს მოქალაქეებისთვის თვალსაჩინო გახდა, თუ რამდენად კლანურად და პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი.

 

ცვლილებები, რომლებიც დღეისათვის პარლამენტის წევრებმა წარმოადგინეს, ვფიქრობ, რომ არაფერს შეცვლის, არ გამოიწვევს დადებით სიახლეებს სისტემაში. ამ პროექტს ბევრი ხარვეზი და ნაკლი აქვს. არ ემსახურება იმ იდეას, რომ სასამართლო სისტემა გახდეს უკეთესი, რადგან ძალიან მასშტაბური პრობლემები გვაქვს. ესენია პროფესიონალიზმით დაწყებული და კლანური მმართველობით დამთავრებული.

 

მიიღონ ცვლილებები, მაგრამ ამით ვერავის მოატყუებენ, რომ თითქოს ისინი სასამართლოსთვის ზრუნავენ და უნდათ, რომ უკეთესი გახდეს სისტემა ქვეყანაში. ეს კანონპროექტი ვერაფერს შეცვლის,“- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა „ჯორჯიან თაიმსთან“.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge