14:28 16.09.2020
ეკატერინე ტიკარაძე და ამირან გამყრელიძე ბათუმში იმყოფებიან და სიტუაციას ადგილზე აკვირდებიან

 

 

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას დავალებით, ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბათუმში იმყოფებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ისინი ადგილზე სიტუაციის მართვისა და უკეთესი მენეჯმენტის  მიზნით იმყოფებიან.


„იყო გარკვეული ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ მოსახლეობისგან, ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით, ამიტომ, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად, რათა ის პრობლემები, თუკი არსებობს, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი და აღმოფხვრილი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge