14:47 16.09.2020
სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არჩევნების მოსაგებად დაშინების ინსტრუმენტი დარჩა

სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არჩევნების მოსაგებად  მხოლოდ დაშინებისა და მოსყიდვის ინსტრუმენტები დარჩა.

 

 

როგორც ჩანს, „ქართული ოცნებააპირებს ჩაატაროს ისეთივე ტიპის არჩევნები, ისეთივე ქმედებებისა და ნაბიჯების გადადგმით, როგორც ეს ხდებოდა წინა არჩევნების დროს,  დაშინების და მოსყიდვის ფონზე,“-  ამის შესახებ ევროპული საქართველოსსაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით,  კამპანია ჯერ რამდენიმე დღეა დაიწყო, ამის სიმპტომები უკვე არის.

 

ჩვენ ვნახეთ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის აქტივისტების დაშინების მცდელობები, მათ შორისევროპული საქართველოსაქტივისტების შეშინების მცდელობები ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ გაუსწორდნენ ერთ-ერთი მაჟორიტარობის კანდიდატის აქტივს. როგორც ჩანს, ძალადობის გამოყენება, დაშინება, მოსყიდვასთან ერთად, არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დარჩა ბიძინა ივანიშვილს,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge