15:50 16.09.2020
"რუსეთს თანამდროვე ჰაერსაწინააღმდეგო ძალები ჰყავს, რაც მას მაღალი ბრძოლისუნარიანობის შესაძლებლობას აძლევს"

რუსულ მასმედიაში ფართო გამოხმაურება მოჰყვა ამერიკულ ჟურნალ „ფორბს“-ში 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მოდერნიზებას ეხება, ისრაელის სამხედრო კომპანიასთან თანამშრომლობის მეშვეობით.


გთავაზობთ ერთ-ერთ პუბლიკაციას:


---------------

 

გაზეთ „ვეჩერნაია მოსკვა“-სთან («Вечерняя Москва») საუბარში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა აიტეჩ ბიჟევმა განმარტა, თუ რატომაა ქართული არმიის ახალი შეიარაღების მომაკვდინებლობა ძალზე გაზვიადებული.


გენერალ-ლეიტენანტის თქმით, ისრაელს აქვს საკმაოდ ეფექტური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მაგალითად, „ფოლადის გუმბათი, მაგრამ ეს სისტემა ვერანაირად ვერ შეედრება თავის რუსულ ანლოგებს («С-300», «С-400», «Бук» და სხვები), რადგან მას მოქმედების მცირე არეალი აქვს.  გარდა ამისა,  საეჭვოა, რომ ისრელმა საქართვლოს „ფოლადის გუმბათი“ მისცეს. სწორედ ამიტომ თელ-ავივმა თბილისს ძველი საბჭოური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების  - «С-125»-ების, «С-75»-ების, «С-200»-ების და ზოგიერთი «Бук»-ისა და «Тор»-ის მოდერნიზება შესთავაზა. თუმცა ცამოთვლილი მოდელები უკვე ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ საეჭვოა მოდერნიზაციით რამე ეშველოთ. ყველა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომლებიც ქართველებმა ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქისა და ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მე-19 არმიის ლიკვიდაციის შემდეგ მიიღეს, დიდი ხანია უმოქმედოდ არიან, მათი „გაცოცხლება“ და რეანიმირება რთულია. ისინი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში „სატირელ“ მდგომარეობაში იყვნენ.


ერთადწერთი, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება მოხერხდეს, ეს რაკეტის ფრენის სიშორის გაზრდაა - დღევანდელი 25 კილომეტრიდან სავარუდო 35 კილომეტრამდე, ანდა მეტი მობილურობისათვის სტაციონარული კომპლექსები მობილურები გახადონ, ანუ ბორბლებიან საწევარზე გადაიტანონ.


ასეა თუ ისე, აღნიშნული სარაკეტო სისტემები მცირე მანძილზე მოქმედებენ და მათი მოდერნიზება არანაირ ამინდს არ სექმნის. სხვა საქმეა, თუ ამერიკელები ქართველებს Patriot-ის სარაკეტო კომპლექსებს მისცემენ, მაგრამ ეს შეუძლებელია. დანარჩენი კი ნაგავია.


მთავარი პრობლემა, რის გამოც საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა კრახის წინაშეა, იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს საჰაერო დაცვის აწყობილი სისტემა. ლოკალური ბაზები და აეროდრომები საქმეს ვერ შველიან, ხოლო სრული რადიოლოკაციური გადაფარვამდე, მართვისა და რეაგირების ერთიანი ცენტრალური პუნქტის შექმნამდე ქართველებს ჯერ კიდევ „შორი გზა“ აქვთ გასავლელი.


რუსეთს თანამდროვე ჰაერსაწინააღმდეგო ძალები ჰყავს, რაც მას მაღალი ბრძოლისუნარიანობის შესაძლებლობას აძლევს. აქვე ვაღიარებთ, რომ 2008 წელს რუსეთმა შვიდი თვითმფრინავი იმიტომ დაკარგა, რომ ქართველებს «Бук»-ებით უკრაინელები დაეხმარნენ.


წყარო: https://vm.ru/policy/827770-general-rasskazal-smogut-li-novye-zrk-gruzii-pustit-krov-rossijskim-voennym

 

მოამზადა სიმონ კილაძემ




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge