დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე HRC-ის მონიტორი არ დაუშვა 16.09.2020 16:08

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორი ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის (ე. წ. ბუტა რობაქიძის საქმე) სასამართლო განხილვაზე არ დაუშვა, -  ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსს“ ადამიანის უფლებათა ცენტრიდან აცნობეს.

 

 

როგორც უწყებაში აცხადებენ,  ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საერთო სასამართლოებისთვის რეკომენდაციები კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა (მონიტორმა) განცხადებით მიმართა მოსამართლეს სასამართლო სხდომაზე დასწრების მოთხოვნით, მაგრამ როგორც მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო კომუნიკაციით გახდა ცნობილი, განცხადების მიუხედავად, მოსამართლემ პროცესზე მონიტორის დასწრებაზე უარი განაცხადა.

 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებს სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლება არ ეძლევათ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ცენტრის დამკვირვებლებს, ასევე, არ მიეცათ საშუალება, პარტიაგამარჯვებული საქართველოსლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სასამართლო პროცესს დასწრებოდნენ, მათ შორის - იმ სხდომებს, რომლებიც დისტანციურად მიმდინარეობდა. ამ მანკიერ პრაქტიკასთან დაკავშირებით, ცენტრმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეაგირების მოთხოვნით მიმართა.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საგანგებო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული. ასევე, ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი - საჯაროობის პრინციპი და ეწინააღმდეგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ