დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ვახტანგ გომელაური ისრაელის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა 16.09.2020 16:18

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რან გიდორთან შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

 

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის საპოლიციო საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის, ორმხრივი სამუშაო ჯგუფების შეხვედრებისა და კონკრეტული მიმართულებებით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ისრაელის ელჩს სამომავლო თანამშრომლობის ხედვები და მიმართულებები გააცნო.

 

მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებული უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობაზე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ