17:11 16.09.2020
ნათია თურნავა: საქართველო Mastercard-ის სისტემასთან თანამშრომლობას იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის  ნათია თურნავას განცხადებით, MasterCard-სა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ხვალ გაფორმდება.

 

მისი თქმით, საქართველო იწყებს თანამშრომლობას გლობალური Mastercard-ის სისტემასთან.

 

 

„MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტი სტუმრობს საქართველოს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მინისტერიალის ფარგლებში. MasterCard-ი უკვე წლებია ფლობს და ხვეწავს თავის მონაცემთა ბაზას, რომელიც მათ შორის შეეხება ტურისტულ ინდუსტრიას, მცირე ბიზნესებს, რაც ჩართულია ტურიზმში, სწავლობს ტურისტების ქცევას, არჩევანს, ლოგიკას, თუ რას ანიჭებენ ზოგადად საერთაშორისო ვიზიტორები პრიორიტეტს და მზად არის, რომ ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, გაუზიაროს ეს ცოდნა. ეს ანალიზი დაგვცეხმარება, რომ თვისობრივად უფრო ხარისხიანი გავხადოთ ტურიზმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია Covid-19-ის შემდეგ. ჩვენ, პრაქტიკულად, Covid-19-ის შემდეგ პერიოდს ვაქცევთ ახალ შესაძლებლობად, რომ ტურისტების თვისობრივად უფრო ახალ სეგმენტზე გავიდეთ, უფრო ელიტარულ სეგმენტზე, მაღალი მხარჯველუნარიანობის მქონე სეგმენტზე და ამაში MasterCard-ი დაგვეხმარება,"- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge