17:59 16.09.2020
ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილი ფანტაზიის მიღმაა გასული

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფანტაზიის მიღმაა გასული.

 

"უცხო ქვეყნის მოქალაქე, მსჯავრდებული, საქართველოს ყოფილი მოქალაქე - ეს ადამიანი გასულია ყოველგვარ ზღვარს. თუკი რაიმე ფანტაზია არსებობდა იმ ფანტაზიის მიღმაა. შესაბამისად, მგონია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ჩარევა არ იქნებოდა ურიგო და იმედია, ვინმეს მიმართავს კონსულტაციისთვის, რომ აუხსნან - ქართულ საზოგადოებას ვერ მოატყუებ! დროა სამედიცინო კონსულტაციისთვის",- განაცხადა ოხანაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა Faceebook-ზე გამოაქვეყნა კიევში, ვენახში გადაღებული ვიდეო და ქართველ მევენახეებს საქართველოს მთავრობისშემდეგი ხელმძღვანელის სახელითმიმართა.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge