20:07 16.09.2020
MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტი: „პანდემიიდან გამოყვანა სჭირდება ტურიზმს და დასახმარებლად მოვედით“

MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლა ვილლას განცხადებით, საქართველოს მთავრობა და MasterCard-ი მჭიდროდ ითანამშრომლებენ და განსაკუთრებული აქცენტი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობაზე გაკეთდება. ამის შესახებ MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„განვიხილეთ ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემების ანალიზის განვითარების შესაძლებლობები ახალი კორონავირუსის და პანდემიის დაძლევის საქმეში. დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაგვეჭირა მხარი საქართველოს მთავრობის სტრატეგიისადმი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის სტრატეგიისა და პოლიტიკის ნაწილში. ბევრი ვისაუბრეთ ტურიზმის შესახებ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სფეროა. ვისაუბრეთ ასევე პარტნიორობის და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე საერთაშორისო დერეფნებში მონაცემების გატარებისა და ელექტრონული გადახდების განხორციელების ნაწილში. ამით გვსურს საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც პანდემიამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა“,- ამის შესახებ MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლა ვილლამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ვიცით, რომ პანდემიიდან გამოყვანა სჭირდება დარგს და დასახმარებლად მოვედით. პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებული აქცენტებით ტურიზმის სფეროში. სამომავლო ნაბიჯებს რაც შეეხება, ძლიერი თანამშრომლობა გვექნება საქართველოს მთავრობასა და MasterCard-ს. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმის სფეროში საჭირო მონაცემებზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ნაწილში, რათა არა მხოლოდ არსებული ბაზრები, არამედ ახლებიც იქნას ათვისებული იმ სამინისტროს მიერ, რომელიც ტურიზმის სექტორს კურირებს. საუბარია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზეც და მასთან თანამშრომლობაზე ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი დარგის სამომავლო ზრდისა და განვითარების მიზნით“,- განაცხადა ნიკოლა ვილლამ.

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge