20:15 16.09.2020
დაჭრილი მორაგბის, რამაზ ხარაზიშვილის ოპერციამ წარმატებით ჩაიარა

საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრის სანდრო საკანდელიძის ინფორმაციით, დაჭრილი მორაგბის, რამაზ ხარაზიშვილის ოპერციამ წარმატებით ჩაიარა. ამის შესახებ სანდრო საკანდელიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ძალიან ცუდ ფაქტზე ვართ შეკრებილი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა შეხვედრა მაინც კარგი ინფორმაციით დავიწყო. ოპერაცია ჩაუტარდა რამაზს და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა საკანდელიძემ.

 

ცნობისთვის, რაგბის კავშირში სროლა დღეს იყო. დაჭრილია მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი. გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განახორციელა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რაგბის კავშირში სროლის ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge