დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

რაგბისტის დაჭრის გამო პოლიციამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა 16.09.2020 21:19

თბილისში, რაგბის კავშირში მომხდარი დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით პოლიციამ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა.  ამასთან დაკავშირებით შსს-მ ოფიცილაური ინფორმაცია გაავრცელა.

 

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული მ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რ. ხ.-ს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ