დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„აშშ-ში რეკორდულად გაიზარდა იარაღის გაყიდვები! 330-მილიონიან მოსახლეობაში 500 მილიონი იარაღია რეგისტრირებული“ 16.09.2020 21:36

ირაკლი გოგავას პოსტი:
აშშ-ში რეკორდულად გაიზარდა იარაღის გაყიდვები! მთლიანად 330 მილიონიან მოსახლეობაში 500 მილიონზე მეტი იარაღია რეგისტრირებული. ცუდი ტენდენციაა! ამერიკული საზოგადოება უარყოფითად არის დამუხტული. დაახლოებით ისე, როგორც ეს ჩვენთან 90-იან წლებში იყო, როცა ბედნიერი სახეებით "ჯოს, ჯოს!" ძახილის შემდეგ მივხვდით, რომ ბალახი საჭმელად არ ვარგა და "ბორჯომი" საკმარისი არ არის (საბოლოოდ ეს "ბორჯომიც" რუსებს მიჰყიდეს ბანკირებმა). ამერიკაში ორივე მხარე აცხადებს, რომ ოპონენტი გააყალბებს და წაგების შემთხვევაში არჩევნების შედეგების ცნობას არ აპირებენ. 1860 წელს აბრაამ ლინკოლნის არჩევნებს 5 წლიანი სამოქალაქო ომი მოჰყვა, რომელიც რესპუბლიკური ჩრდილოეთის გამარჯვებით დასრულდა, ქვეყანა კვლავ გაერთიანდა და განვითარების არნახული ტემპი აჩვენა 1865-დან 1991 წლამდე.
აშშ-ში დაპირისპირების გამწვავებით და ცხელ ფაზაში შესვლით ჩვენთვის სახიფათო სიტუაცია შეიქმნება. აშშ-ს თუნდაც ორიოდე წლით აქტიური საგარეო-პოლიტიკური პროცესებისგან გამოთიშვა დიდწილად ნეოლიბერალური ევროპის, გაუგებარი/ჰიბრიდული პლატფორმის რუსეთის, ნეოოსმანიზმის მოტრფიალე ერდოღანის და რბილი ექსპანსიის მომხრე ჩინეთის წინაშე გვტოვებს. ამ სიტუაციაში კი ერის მთელი შიდა ძალების კონსოლიდაცია იქნება საჭირო, რომ ნაკლები დანაკარგებით გავიდეთ ფონს, თუ ეს საერთოდ მოხერდხა.
ნათელია, რომ აშშ-ში საბოლოოდ დამარცხდება ის მხარე, რომელიც ბუნების, ღმერთის კანონების წინააღმდეგ წავიდა. ისიც ნათელია, რომ ღვთისმშობლის წილხვედრის სტატუსი არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ გვიცავენ, მაგრამ "ცოტა რამ" ჩვენც უნდა გავაკეთოთ თვითონ, რადგან ჩასაფრებული მომლოდინე სვავები გარშემოც ბევრია და ქვეყნის შიგნითაც არ გვაკლია.
ოპტიმალური გამოსავალი საქართველოსთვის შემდგომი კონფრონტაციის გარეშე არჩევნებზე ტრამპის წარმატება იქნებოდა; მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აგრესიული ლიბერალიზმის ბაცილის კაპიტალურად თავიდან მოშორება; საზოგადოების ღირებულებების თავიდან გადაფასება; გლობალიზაციის პროცესის გადახედვა ხალხების სასიკეთოდ; ერების განვითარების სამართლიანი მოდელებით ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა; პლანეტარული მასშტაბის ადექვატური გარემოსდაცვითი პროგრამა; ბილოგიური და ბაქტერიოლოგიური უსაფრთხოების მყარი გარანტიების სისტემის შექმნა, საინფორმაციო პოლიტიკის და საშუალებების მკაცრი სამართლიანი რეგულაცია, არა თავისუფალი სიტყვის ხარჯზე და სხვა...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ