დღე: 35

ღამე: 20

USD 2.7138

EUR 3.1703

რუსთავში, მეოთხე სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს დაუპირისპირდა - იყო სროლა 17.09.2020 00:20

ქალაქ რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, ცოტა ხნის წინ ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მე-4 სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

 

 

 

 

 

წყარო: ინფო რუსთავი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge