ქალაქ რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, ცოტა ხნის წინ ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მე-4 სკოლის ტერიტორიაზე 40-მდე არასრულწლოვანი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. კრიმინალურმა პოლიციამ რამდენიმე პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.
წყარო: ინფო რუსთავი
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge