დღე: 34

ღამე: 20

USD 2.716

EUR 3.1753

ატენის ხეობაში, სოფელ ბოშურის სიახლოვეს, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს 17.09.2020 10:01

 

გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, სოფელ ბოშურის სიახლოვეს, ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ტერიტორიაზე ხანძარი 16 სექტემბერს, საღამოს გაჩნდა.

 

საგანგები სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ღია კერები აღარ არსებობს. მეხანძრე-მაშველებმა სამუშაოები ხილვადობის აღდგენისთანავე გააგრძელეს.

 

ატენის ხეობაში ცეცხლი მთის კლდოვან ნაწილზე ბუჩქნარსა და ბალახს გაუჩნდა. ხანძარი სავარაუდოდ ფოიერვერკის გაშვებამ გამოიწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge