საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 25-27 სექტემბრეს თბილისის XXII წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სრულად ონლაინ ფორმატში გაიმართება.
ფესტივალი ოფიციალურად 25 სექტემბერს 12:00 საათზე გაიხსნება. პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25,26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე Tbilisi International Book Fair/თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.
„ფესტივალის ფორმატის შეცვლის გადაწყვეტილება, ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა შესაძლო რისკის შეფასების შედეგად და პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღეს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმების და კულტურულ ღონისძიებებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ფესტივალის ჩატარება ExpoGeorgia-ს პავილიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალი რისკის შემცველი გახდა როგორც ფესტივალის მინაწილეების, ისე სტუმრებისთვის.“- ნათქვამია ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მანამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ფიზიკური სახით 22-27 სექტემბერს ExpoGeorgia-ში უნდა ჩატარებულიყო.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge