დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ირაკლი ყიფიანი: ხელისუფლებამ პანდემიის დროს შემოსული თანხები არასწორად გადაანაწილა 17.09.2020 13:10

ეკონომისტ ირაკლი ყიფიანი სრულად იზიარებს მოსახლეობის დიდი ნაწილის შეფასებას, რომ  მთვრობამ პანდემიის დროს არაჯეროვანი ეკონომიკური ღონისძიებები გაატარა.

 

როგორც ირაკლი ყიფიანმაჯორჯიან თაიმსთანსაუბარში განაცხადა, მთავრობამ პანდემიის დროს შემოსული თანხები უსამართლოდ და არასწორად გადაანაწილა.

 

რეალურად, რომ შევაფასოთ ჩვენ უსამართლო სოციალური პროექტები გვქონდა, პანდემიის დროს დიდი თანხები შემოვიდა და არასწორად გადანაწილდა მოსახლეობაზე. სამშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ, ორშვილიანებს არა - ბავშვის რაოდენობით განსაზღვრეს დახმარება.  მაგალითად, მოსახლეობას დაუფარეს კომუნალურები, მათ შორის გაზის გადასახადი, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის 40 %-  გაზი სახლში არ აქვს,“- განაცხადა ეკონომისტმა.

 

მისი თქმით, 15 %-იანი კმაყოფილება ნიშნავს, რომ მოსახლეობის უმეტესობა უკმაყოფილოა.

 

ვერ გავიხსენებ, თუნდაც ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც გამოიწვევდა ჩვენი ეკონომიკური ვარდნის ტემპების შეჩერებას. 5 მილიარდი ავიღეთ და თუმცა ლარი გაუფასურებულია. ეგ ფინანსები იმიტომ მოგვცეს, რომ ეკონომიკა ფეხზე დამდგარიყო.ხელისუფლებამ კი ეს თანხები გაფლანგა,“- განაცხადა ირაკლი ყიფიანმაჯორჯიან თაიმსთან“.

 

შეგახსენებთ, რომ IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა ხელისუფლების მიერ covi 19 ის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით კმაყოფილია.


კერძოდ, შეკითხვაზე: რამდენად კმაყოფილი ხართ ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 ის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებით? პასუხები აგვისტოსთან მიმართებაში ასე გადანაწილდა: ძალიან კმაყოფილი - 15%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 40%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 24%, ძალიან უკმაყოფილო - 19%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 2%.


რაც შეეხება ივნისს, იგივე შეკითხვაზე პასუხი ასეთია: ძალიან კმაყოფილი - 19%, ნაწილობრივ კმაყოფილი - 37%, ნაწილობრივ უკმაყოფილო - 24%, ძალიან უკმაყოფილო - 18%, არ ვიცი/უარი პასუხზე - 3%.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ