დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გია ჟორჟოლიანი კოალიციის პირობებში ნაციონალებთან თანამშრომლობას გამორიცხავს 17.09.2020 15:33

გია ჟორჟოლიანი კოალიციის პირობებში ნაციონალებთან და მის მოკავშირე ძალებთან თანამშრომლობას გამორიცხავს. როგორც სოციალ-დემოკრატების ლიდერმა  რადიოჯორჯიან თაიმსისეთერში განაცხადა,  ეს არის ის გამყოფი ხაზი, რომელიც არ გადაიკვეთება.

„ნაციონალებთან  და მის  პარტნიორებთან მოკავშირეობას გამოვრიცხავ. სხვა ჯანსაღი პოლიტიკური შესაძლებლობები   თუ გამოჩნდება,  ეს პოლიტიკური  გარემოს გასაუმჯობესებლად კარგი იქნება“, - განაცხადა  მან.

რაც შეეხება მისი  პარტიის შანსებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ გათვლა  ორნიშნა ციფრზე აქვთ. „ჩვენ  არ მოვდივართ იმისათვის, რომ 2 კაცი შევიყვანოთ პარლამენტში. ჩვენ მოვდივართ ვითარების  შესაცვლელად და რეალური საქმის საკეთებლად“,  - განაცხადა მან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ