დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

გია ჟორჟოლიანს არჩევნებში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის იმედი აქვს 17.09.2020 15:43

სოციალ-დემოკრატების ლიდერი გია ჟორჟოლიანი წინასაარჩევნოდ საერთაშორისო კვლევებს სკეპტიკურად უყურებს და რეალურს მხოლოდ ხალხის განწყობას მიიჩნევს. როგორც მან   ჯორჯიან თაიმსსეთერში განცხადა, მეთოდოლოგია, რომლითაც კვლევები ტარდება, არ არის სანდო და შესაბამისად ვერც PR-ზე გათვლილი  კვლევები იქნება სწორი.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 44 % მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დანიშნოს, 36 %-ის აზრით კი, ეს საპარლამენტო მრავალპარტიულმა კოალიციამ უნდა გააკეთოს. ასეთი შედეგები გადანაწილდა შეკითხვაზე: ვინ უნდა დანიშნოს მომავალი პრემიერ-მინისტრი? აღნიშნულ შეკითხვაზე არ იცის ან უარი თქვა პასუხზე 20%-მა.

"ჩვენ არ ვატარებთ არანაირ კვლევას, ვინაიდან  მეთოდი სოციალური ფსიქოლოგიის კვლევის არ იძლევა რეალური განწყობის ადეკვატურ სურათს. ჩვენ ვმუშაობთ ხალხთან, ვიცით მათი გაწყობა. რეალური  მხოლოდ არის არჩევნების შედეგები“-  განაცხადა მან და დასძინა, რომ  პირადად მხოლოდ ერთ ციფრს ენდობა. კერძოდ, გადაუწყვეტელ ამომრჩეველს, რომელიც  59% უდრის. „ეს ციფრი შედარებით ახლოსაა რეალობასთან“ -  განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ