ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში, სასწავლო წელი ეტაპობრივად იწყება.შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას,დაბრუნდნენ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ისინი სწავლობენ.
„ჩვენ განვახორციელეთ 3 სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge