დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ევროპარლამენტარები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით დადებითად აფასებენ 17.09.2020 15:52

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებით,  რეზულუცია მიიღო. დოკუმენტში დადებითადაა  შეფასებული საქართველოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა.

 

ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე, დადებითად აფასებს საქართველოსა და ევროპოლს შორის გაძლიერებულ საერთაშორისო სამართლებრივ თანამშრომლობას. დოკუმენტში ხაზგასმულია სამართალდამცავი უწყების საქმიანობის მნიშვნელობა ტრანსნაციონალური დანაშაულის, განსაკუთრებით, ადამიანებითა და ნარკოტიკული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის შემცირების კუთხით.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ევროპარლამენტი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობას.

 

რეზოლუციის მიღებას მხარი ევროპარლამენტის 552-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ