დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გიორგი ცუცქირიძე: ლარის გაუფასურება გარკვეულ მოლოდინებთან ასოცირდება 17.09.2020 16:51

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება გარკვეულ მოლოდინებთან ასოცირდება.

 

როგორც გიორგი ცუცქირიძე  „ჯორჯიან თაიმსთან“  აცხადებს, ბოლო პერიოდში ლარის გარდა ბევრი სხვა ვალუტაა გაუფასურებული, მათ შორის თურქული ლირაც.

 

„წინა წლებშიც, ამ პერიოდში, როცა ტურისტული სეზონი მთავრდებოდა ან არჩევნები იყო, გარკვეული მოლოდინები იჩენდა თავს.

 

ლარი აქამდეც უფასურდებოდა, თუმცა არა ასეთი მაღალი ტემპით. ამას წინ ახლავს კორონავირუსით დაინფიცირებულთა ზრდა და მეორე ტალღაზე საუბარი. სწორედ ეს მოლოდინები, ჩვენნაირ პატარა ბაზრებსა და არაკონვერტირებად ვალუტებზე, გაუფასურებით ახდენს მაპროვოცირებელ გავლენას.

 

კიდევ ერთი ფაქტორი, მოლოდინების არის ის, რომ წინა საარჩევნო პერიოდში ოპოზიცია ხელისუფლების რეიტინგის დაზიანების მიზნით ყველანაირ ვერსიებზე ლაპარაკობს.  

 

ერთადერთი, რასაც გაუფასურების მიზეზად ვთვლი, ეს არის მოლოდინები, რომელიც ყოველ წელს იყო. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს,“- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო.  დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. რის შედეგადაც, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.1546 შეადგინა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ