დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

ხელით გაკეთებული: ქართველი ხელოსნები წინაპრების ტრადიციებს აგრძელებენ 17.09.2020 16:56

რუსეთის ტელეარხმა „მირ-24“-მა («Мир-24») ეთეღში გადასცა ვიდეოსიუჟეტი ქართული ხალხური ნაკეთობებისა და იმ ხელოსნების შესახებ, რომლებიც ტრადიციული პროფესიით არიან დაკავებულნი. „ხელით გაკეთებული: ქართველი ხელოსნები წინაპრების ტრადიციებს აგრძელებენ“, - ასეთი სათაური აქვს ტელეარხის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალას, რომლის ავტორია თბილისელი ტელეკორესპონდენტი მიხეილ რობაქიძე.


ვიდეოსიუჟეტში ყურადღება აქვს დათმობილი კრამიტის დამზადების ხელობას, ხის ჭურჭლების და სუვენირების გაკეთებას - საქართველოს ყოველი რაიონი თავსისი მოსახლეობის ხელობით გამოირჩევა. მაგალითად, ზესტაფონის რაიონში ყველა იცნობს მახათაძეების ოჯახს, რომლებმაც კარგად იციან კრამიტის - შენობის სახურავების მასალის დამზადება. კრამიტი ეკოლოგიურად სუფთა საშენი მასალაა, ოდესღაც თბილისის სახლების სახურავები სწორედ ზესტაფონის კრამიტით იყო გადახურული. „ჩვენთან ყველაფერი ნატურალურია, კრამიტისთვის ბოსლევის ბუნებრივ თიხას ვიყენებთ“, - ამბობს ხელოსანი ვახტანგ მახათაძე, რომლის ვაჟი მურთაზიც ამ საქმით არის დაკავებული.


აჭარელი რესან ჟოჟაძე კი ხისგან ჭურჭელს და სუვენირებს ამზადებს. იგი, თავისი პაპის მსგავსად, ხალხურ ტრადიციას აგრძელებს. „ადრე ბათუმში ვმუშაობდი რემონტზე, თურქეთშიც დავდიოდი ჩაის საკრეფად, მაგრამ კორონავირუსის გამო ძველმა სამუშაოებმა აზრი დაკარგეს. ჰოდა, მეც გამოვიღე ძველი დაზგა და გავიხსენე ის, რაც პაპაჩემმა ბავშვობაში მასწავლა“, - ამბობს რესან ჟოჟაძე. იგი ინტერნეტის მეშვეობით თავისი პროდუქციის რეკლამირებს, სუვენირებით უკვე დაინტერესდნენ თბილისში, სტამბოლში, ვარნაში... რესანი მოსწავლეების აყვანასაც გეგმავს. მას იმედი აქვს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ აჭარაში უცხოელი ტურისტები ისევ გამოჩნდებიან. მათ კარგად იციან ხელით გაკეთებული სუვენირების ფასი.


მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში კახეთში ხალხური ნაწარმის ფესტივალის ჩატარებაა დაგეგმილი. დღესასწაული გურჯაანის ერთ-ერთ პარკში ღია ცის ქვეშ გაიმართება და მასთან ერთად, რთველის დასრულებასაც იზეიმებენ.


წყარო: https://mir24.tv/news/16426391/ruchnaya-rabota-gruzinskie-remeslenniki-prodolzhayut-tradicii-predkov

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ


ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ