დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დავით ზალკალიანი საქართველოს ევროპიზაციის კურსი არის შეუქცევადი 17.09.2020 17:08

 

ევროპარლამენტის  მიერ  ასოცირების ხელშეკრულების აბსოლუტური უმრავლესობით დამტკიცება, საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის აღიარებაა.  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის, როგორ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური რეფორმებთან დაკავშირებით, ისე საგარეო პოლიტიკის სწორი კურსით.

 ეს არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქართველოს ევროპიზაციის კურსი არის შეუქცევადი. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით იმპლემენტაცია არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი საგარეო პოლიტიკის“ - განაცხადა  მინისტრმა

 მისივე თქმით მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების იმ ანგარიშში, რომელიც ევროკავშირმა გუშინ დაამტკიცა, საუბარია, რომ საქართველო არის მთავარი პარტნიორი რეგიონში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ძირითადი გამოწვევები, რაც არის უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებული, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული აქცენტებია გაკეთებული და ცალსახად არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ