დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

დავით ჭიჭინაძე: „ქართული ოცნება“ კორონავირუსს სათავისოდ იყენებს 17.09.2020 17:23

პოლიტიკური მოძრაობატრიბუნასლიდერი დავით ჭიჭინაძე ხელისუფლებასკოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობაშიადანაშაულებს.

 

ამ ხელისუფლებას საერთოდ რა გაუკეთებია, რასაც დაგვპირდნენ და ახლა როგორ უნდა ვენდოთ, როდესაც გვპირდებიან, რომ მომავალ წელს თურმე ეკონომიკის 5%-იანი ზრდა გვექნება?! მითუმეტეს, არანაირი გეგმაზომიერი პოლიტიკა არ აქვთ, არც ფინანსებთან, არც ეკონომიკასთან და არც მკურნალობასთან მიმართებაში! ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ხან ეთანხმებიან, ხან - არა.

 

მისი თქმით, 300 ათასმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა, ხელისუფლებას კი, 200 ლარიანი კომპენსაციით უნდათ რომ ქვეყანამ იარსებოს.

 

აერთაშორისო დახმარებებით შემოსული თანხები სამუშაო ადგილების შენარჩუნებას კი არ ხმარდება, ეს ფული მოგზაურობს და ხან კოვიდ 19-ის ფონდშია, ხან - ბავშვების დახმარების ფონდში, ხანაც 200 ლარიანი დახმარებების... რეალურად კი, არავინ იცის სად გააქრეს. სუბსიდირებებში ისევ ბანკები ჯდებიან წილში. მოკლედ, „ოცნებაკოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს და ვირუსს სათავისოდ იყენებენ, როგორც საინფორმაციო, ისე მატერიალური თვალსაზრისით.

 

მაგრამ რასაც იბრალებდნენ, კოვიდს მოვერიეთ დამწვანე ზონადდავრჩითო, ეგ მწვანე ზონაც კი ვერ გამოიყენეს ქვეყნის სასიკეთოდ, რადგან ვერც ტურიზმს შეუწყვეს ხელი და 300 ათასი სამუშაო ადგილი ისე გაანადგურეს, ისიც კი არ იციან, რომ სამუშაო ადგილების შექმნას დრო სჭირდება და ეს ფინანსური კრიზისი არ არის, სადაც ფულსჩაასხამდა ყველაფერი აღდგება“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ