დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„აუცილებელია საფრანგეთმა მოსკოვთან პოლიტიკას გადახედოს და ილუზიებიდან გამოვიდეს“ 17.09.2020 17:16

ფრანგულ გაზეთ „ლე მონდ“-ში («Le Monde») გამოქვეყნებულია სტატია (ღია წერილი)  სათაურით „აუცილებელია საფრანგეთმა მოსკოვთან პოლიტიკას გადახედოს და ილუზიებიდან გამოვიდეს“, რომელშიც ავტორი - საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ექს-მინისტრი, ამჟამად კი საფრანგეთში მცხოვრები პოლიტოლოგი თორნიკე გორდაძე ფრანგულ-რუსულ ურთიერთობებს აანალიზებს.


როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ჰგონია, რომ მოსკოვთან ურთიერთობის „გადატვირთვით“ სასურველ მიზანს მიაღწევს და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობას სუფთა ფურცლით დაწყებას ცდილობს. მას მიაჩნია, რომ ამით ისტორიული ნაბიჯი იქნება გადადგმული. „ემანუელ მაკრონი, ისტორიის არსზე ჩაფიქრებული კეთილი ჰეგელიანელის მსგავსად, ჯორჯ ბუშ-უმცროსის, ბარაკ ობამას და ანგელა მერკელის გზას გაუყვა“.


მაგრამ მორიგი „გადატვირთვა“, რომელიც უკვე მერამდენედ ხდება, რუსეთს ნაკლებად აღელვებს. ძნელია დიალოგის წარმოება იმ ადამიანთან, რომელიც გაწვდილ ხელს ზიზღით უყურებს. ვლადიმერ პუტინის რეჟიმი - უბრალო ავტორიტარული რეჟიმი არ არის, რომლებთანაც საფრანგეტს გარკვეული ტრადიციები აქვს. რუსული რეჟიმი რევიზიონისტულ დიქტატურას წარმოადგენს, რომელიც ხელისუფლების შესანარჩუნებლად საგარეო მტრების ძიება-შესწავლას ეფუძნება. მოსკოვისათვის კი ერთ-ერთი მტერი სწორედ საფრანგეთია.


ნურავის ეგონება, რომ ჩინეთის სწრაფი გაძლიერება რუსეტს ევროპასტან დაახლოებას აიძულებს. პირიქით, დღეს ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორი მჭიდრო კავშირი აქვთ ერთმანეთთან ამ ორ ავტორიტარულ რეჟიმს. რუსეთი აქტიურად სარგებლობს ჩინური ციფრული დიქტატურის მოდელით და მას ევროპის წინააღმდეგ იყენებს. მოსკოვი, პეკინის მსგავსად, ასევე მხარს უჭერს დიქტატორულ რეჟიმებს: სირიაში - ბაშარ ასადის, ვენესუელაში - ნიკოლას მადუროს, ნიკარაგუაში - დანიელ ორტეგას ხელისუფლებას. ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს აგრეთვე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს. გასაკვირი არაა, რომ კრემლი რეპერესიების განხორციელების მომხრეა.


რა თქმა უნდა, არავის არ სურს რუსეთთან პირდაპირი შეჯახება. მაგრამ ჩვენ უნდა ყურადღება მივაქციოთ მილიონობით ბელარუსის, უკრაინელის, ქართველისა და თვითონ რუსების სწრაფვას, რომლებსაც ევროპის მიმართ უფრო უკეთესი წარმოდგენები აქვთ, ვიდრე ჩვენ, ევროპელებს“, - აღნიშნავს ავტორი.


„ჩვენი აღმოსავლელი მეზობლები - ეს ის რეგიონია, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ევროკავშირის ინტერესს და სადაც ვლადიმერ პუტინმა ჯერ-ჯერობით წარმატებას ვერ მიაღწია. უკრაინაში მან ყველაზე დიდი წარუმატებლობა განიცადა. უფრო მეტიც: უკრაინა მისთვის უდიდეს დამარცხებას ნიშნავს, რომელსაც ვერნაიარად ვერ გადაფარავს ვერც ყირიმის ანექსიით, ვერც დონბასში გაგრძელებული ომით. სწორედ აღმოსავლეთ ევროპა აქარწყლებს მითს ვლადიმერ პუტინის გეოპოლიტიკური გენიის შესახებ“, - წერს ავტორი და ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის მეზობელ პროევროპულ სახელმწიფოებს. ევროპამ უნდა დასძლიოს შიში რუსეთის მიმართ“.


წყარო: https://www.lemonde.fr/idees/article/2020/09/14/thornike-gordadze-il-est-urgent-de-reviser-notre-politique-vis-a-vis-de-moscou-et-de-se-defaire-de-nos-illusions_6052133_3232.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ