დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

სტუდენტებისთვის 23 სექტემბერს, მეოთხე ჩარტერული რეისი თბილისი–ბერლინი განხორციელდება 17.09.2020 20:14

მათთვის, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, 23 სექტემბერს, მეოთხე ჩარტერული რეისი თბილისი–ბერლინის მიმართულებით განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე შეუძლიათ: https://bit.ly/2ZNW8b5. ახალგაზრდობის სააგენტოში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის ბოლო ვადა 20 სექტემბრის 00:00 საათია. მათი თქმით, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და ყურადღება უნდა მიექცეს რიგითობას.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ