დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მიხეილ სააკაშვილის „შედევრები“ - „ფერეიდნელი ქართველები 300 წლის წინ „სულიკოს“ მღეროდნენ“... 17.09.2020 21:24

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი მკითხველს ყოფილი პრეზიდენტის „შედევრებს“ სთავაზობს:

გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის „შედევრები“
2010 წელი:
„ფერეიდნელი ქართველები 300 წლის წინ „სულიკოს“ მღეროდნენ“...
***
2010 წელი
მიხეილ სააკაშვილი:
„სკოლაში საჭირო არ არის წიგნი, რადგან წიგნი მალე ისვრება, ფურცლები იხევა, თან მძიმეა და ძვირი ღირს. მხოლოდ კომპიუტერი!“
***
2011 წელი
პრეზიდენტმა სააკაშვილნა ერთ-ერთ კლინიკაში სტუმრობისას მელოგინე ქალს განუცხადა:
"დიდი მადლობა, რომ დროზე გააჩინე ბავშვი".
***
2013 წლის 17 სექტემბერი.
ვადაგასული პრეზიდენტი (მაგრამ მაინც პრეზიდენტი) მიხეილ სააკაშვილი ტელევიზიით აკრიტიკებს იმჟამინდელ პრემიერს - ბიძინა ივანიშვილს:
- "პრემიერმა ჩვენს მიერ ორჯერ გახსნილი ჰესის მშენებლობა მესამეჯერ გახსნა"...
***
2015 წლის 21 მარტი. ბრიუსელიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ ნასროლი შედევრი:
„ერთი რამ ყველამ კარგად გავიგეთ - ივანიშვილის ტყუილები არ იჭმება“...
ჩვენი კომენტარი:
გემრიელად მიირთვით მიშას ტყუილები...

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ