დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ახლა საქართველოს ისევე იყენებენ, როგორც უკრაინას - ჩვენ არასდროს გვიმოქმედია ქართველი ხალხის წინააღმდეგ“ 18.09.2020 00:55

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები აღდგება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტელეწამყვან თინა კანდელაკისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

„რაც შეეხება საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესებას, ერთი წლის წინ ჩვენ მზად ვიყავით ეს გამოგვეცხადებინა, თუმცა რუს პარლამენტარებთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა, როდესაც ჩვენი პარლამენტარები მიიწვიეს, სავარძელში დასვეს და ამის გამო, ფაქტობრივად ძალის გამოყენებას შეეცადნენ. ჩვენ ვხედავთ იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ამ ეტაპზე ეს მცირე პარტიებია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენი ტრადიციული ისტორიული სიახლოვე გაიმარჯვებს. პროვოკატორები, ვინც საქართველოს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისკენ დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ, შერცხვებიან. ახლა საქართველოს ისევე იყენებენ, როგორც უკრაინას. ჩვენ არასდროს გვიმოქმედია ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ყველას ახსოვს, თუ როგორ განვითარდა 2008 წლის მოვლენები. ვფიქრობ, ქართველი ხალხი, როგორც ბრძენი ხალხი, ამ ანომალიურ მდგომარეობას გადალახავს და ჩვენ აღვადგენთ ნორმალურ ურთიერთობებს სახელმწიფოებსა და ხალხს შორის“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ