დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ნიკა მელია: ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება 18.09.2020 10:43

“ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც  ვანო მერაბიშვილი იქნება,“- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისადაგაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“- მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა მელიამტვ პირველის" ეთერში განაცხადა.


მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი არ იქნებანაციონალური მოძრაობისპარტიულ სიაში.


მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც აბსოლუტური განუკითხაობა, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო, ამას ვაფასებ. მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ რბილად, ძალიან რბილად, რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური. მე პირადად რაც მიმაჩნია მის მთავარ დიდ შეცდომად, როდესაც ბატონი გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე. სამწუხაროდ, ის დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალხმა ეს დაივიწყა. სინამდვილეში ეს დაილექა და როგორც ტალღამ ისე, დემოკრატიულმა (ტალღამ) დაარტყა ყველაფერთან ერთად, 2012 წელს“, - აღნიშნა  ნიკა მელიამ.


შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ არ იქნება პარლამენტის წევრი და არ დაიკავებს რომელიმე თანამდებობას მომავალ მთავრობაში. „მე ვიქნები ჩართული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ოღონდ ეს იქნება ბრძოლა არა პირადი სარგებლისთვის, არამედ ბრძოლა ჩემი ხალხის მომავლისთვის“, - დაწერა მერაბიშვილმაფეისბუზე".

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ