დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ სტრატეგიულ მზადყოფნაში ვართ ნატო-ში გასაწევრიანებლად 18.09.2020 12:17

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო  ყველა ძირითად მოთხოვნას აკმაყოფილებს და არის სტრატეგიულ მზადყოფნაში, რომ ნატო-ში გაწევრიანდეს. ამის შესახებ თალაკვაძემ მრავალეროვნული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვის ღონისძიებაზე განაცხადა.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს პროგრამა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

 

დიდი პატივია გერქვათ ღირსეული პარტნიორი და მხარდამხარ იდგეთ თავისუფალი, განვითარებული ერების ჯარისკაცებთან. თქვენ ქმნით საამაყო მხედრული ისტორიის თანამედროვე მაგალითს. მრავალეროვნული წრთვნებით და მუდმივი მზადყოფნით, ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, ვაუმჯობესებთ ურთიერთთავსებადობას და ვინარჩუნებთ რეგიონში უსაფრთხო გარემოს. „ღირსეული პარტნიორისმონაწილეებს საერთო ინტერესები და ფასეულობები გვაერთიანებს. ეს პროგრამა არის ჩვენი დასავლელი პარტნიორების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა - მშვიდობიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოს მიმართ. ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის ყოველი ასეთი წვრთნა სრულყოფის და წინსვლის შესაძლებლობაა. ჩვენი ოცნება, რომ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში რუსული ოკუპაცია, სამშობლოს უანგარო სიყვარულით, ეფექტიანი და საშინაო და საგარეო პოლიტიკით, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებით, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით და დემოკრატიის განმტკიცებით შესრულდება.

 

ამავე დროს, „ღირსეული პარტნიორისმონაწილეებს გვაქვს სამშობლოსა და საერთო ღირებულებების დაცვის ზიარი ვალდებულება. ყველას გვეამაყება, ჩენი ჯარისკაცების თავდადებული სამსახური საერთაშორისო მისიებში, სადაც ჩვენი ერების ღირსეული შვილები, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში იცავენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. საქართველოს თავდაცვის ძალები ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საიმედო დასაყრდენია. საქართველო აკმაყოფილებს ყველა ძირითად მოთხოვნას და ჩვენ ვართ სტრატეგიულ მზადყოფნაში, ნატო-ში გასაწევრიანებლად,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მრავალეროვნული სწავლებაღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში 7 სექტემბერს გაიხსნა. წელს აღნიშნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ