დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც მითოლოგიურ ამომრჩევლებს ჩამოგიყვანთ"- ნათია თურნავა ოპოზიციას პასუხობს 18.09.2020 13:58

 

 

„არ არსებობს თვითმფრინავი, რომელიც მითოლოგიურ ამომრჩევლებს ჩამოგიყვანთ და თქვენი რეიტინგი გაუმჯობესდება“, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის საპასუხოდ გააკეთა.


გიორგი კანდელაკის კითხვა ფრენების აღდგენას ეხებოდა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ უცხოეთიდან ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს ქვეყანაში ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს.


„ის პოლიტიკური მოტივი, რომ თითქოს საბერძნეთში არის ბევრი განრისხებული პოტენციური ამომრჩეველი, რომელსაც ჩვენ ხელს ვუშლით აქ შემოსვლაში, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა. არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყოს, აქვს შესაძლებლობა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა”, - განაცხადა თურნავამ.

 

დღეს პარლამენტში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ. მინისტრი „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ