დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

არჩევნების მონიტორინგზე მომუშავე არასამთავრობოები დაკვირვებას საკუთარი ძალებით შეეცდებიან 18.09.2020 14:01

საქართველოში მომუშავე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, საპარლამენტო არჩევნებზე ერთობლივი ძალებით მონიტორინგს არ გეგმავენ. როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ მესამე სექტორიდან აცნობეს, ამ პროცესისათვის, ცალ-ცალკე, განსაკუთრებულად ემზადებიან.

 

ცნობილია, რომ ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებზე, უცხოელი დამკვირვებლების სრული შემადგენლობა პანდემიის გამო, წარმოდგენილი ვერ იქნება. თუმცა, ცალკეული მისიები, სახელმწიფოები მზადყოფნას გამოთქვამენ, ეპიდსიტუაციის შესაბამისად, მცირე ჯგუფები, მაინც გამოგზავნონ.

 

როგორც „ჯორჯიან თაიმსს“ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია)  წარმომადგენელმა, - ლეონარდო  ქათამაძემ განუცხადა, ჯერჯერობით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთობლივად არაფერი დაუგეგმავთ, თუმცა „საია“, თავის მხრივ, წინა წლებთან შედარებით,  სადამკვირვებლო მისიის გაზრდას აპირებს.

 

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, სააგენტოსთან  საუბარში აცხადებს, რომ მართალია, წლევანდელ არჩევნებზე   უცხოელი დამკვირვებლები იმ მასშტაბით არ იქნებიან წარმოდგენილები, როგორც სხვა წლებში, მაგრამ, დიდი ნაწილი მაინც იქნება. „ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანების საჭიროებას კი, ამ ეტაპზე, ვერ ვხედავ, თუმცა, ცალ-ცალკე, განსაკუთრებულად ვემზადებით ამისთვის“, - აცხადებს მიხეილ ბენიძე.   

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ