დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

გიგა ბოკერიამ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სიცრუეში დაადანაშაულა 18.09.2020 14:38

 

 

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სიცრუეში და უტიფარ თავის ქებაში დაადანაშაულა.


სიცრუე, ტყუილი და უტიფარი თავის ქება, ეს მოვისმინეთ ახლა ჩვენ აქ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, მინისტრის განცხადებები გადასახადის დაწევაზე მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმის გამოვლინებაა.


„საბჭოთა მიდგომაა გადასახადის ყველასთვის ერთნაირად დაწევაო - მომესმა თუ ასეთი რამე თქვით მართლა? ეგ არის მემარცხენე საბჭოთა ექსტრემიზმი. თქვენ გგონიათ მდიდრებს აწუხებთ გადასახადი? გადასახადი აწუხებს საშუალო და ქვემო კლასს და თუ გადასახადებს არ დაწევთ, მდიდრები კი არ დაზარალდებიან, დაზარალდებიან ღარიბები და საშუალო კლასი, ამიტომ უნდა დაუწიოთ ყველას გადასახადი. აქციზის გადასახადი საწვავზე რომელი მდიდრების გადასახადია? ჩემს ხელფასზე და საკუთარზე რომ საუბრობთ, შეამცირეთ სამთავრობო და საპარლამენტო ხარჯი, ეგ რომელი არგუმენტია, მეწარმეებს, მათ შორის წარმატებულს, გადასახადი რომ არ დაუწიოთ? წარმატებას სჯით და გგონიათ ეგ არ აისახება ყველაზე უფრო გაჭირვებულებზე? ორჯერ ორი 4-ია, არ გესმით რაზეა ლაპარაკი?“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.


დღეს პარლამენტში ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ. მინისტრი „ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ