დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ხათუნა ლაგაზიძე ნაციონალურ მოძრაობაში წინააღმდეგობებს არ გამორიცხავს 18.09.2020 15:26

ნაციონალურ მოძრაობაში  შესაძლო წინააღმდეგობებზე მიუთითებს  არჩევნებამდე  თვენახევრით ადრე  გაკეთებული რადიკალური განცხადებები. ამის ალბათობა არ გამორიცხა რადიოჯორჯიან თაიმსისეთერში პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ, როცა შეაფასა პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის თავის თავს  ვერ ხედავს გუნდში, სადაც  ვანო მერაბიშვილია.

ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდშისადაც  ვანო მერაბიშვილი იქნება,“ -  განაცხადა მელიამ და აქვე დასძინა, რომ  ვანო მერაბიშვილი არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში.

 

ვინაიდან არ არის ცნობილი ვანო მერაბიშვილის  გეგმები, ნიკა მელიას ეს განცხადება კითხვის ნიშნებს ტოვებს. თუ ის მიიჩნევს, რომ ვანო არის აქტიურ პოლიტიკაში, მაშინ  მელიას განცხადებები შემაშფოთებელია, რადგან ეს ნიშნავს წინასაარჩევნოდ მინიმუმ გუნდის  გეგმების აცდენას, რაც არჩევნებში ჩაბმული პარტიისათვის   სასიამოვნო არ არის. თუ ასე არ არის და მელია მხოლოდ საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ვანოსთან  მიმართებაში, მაშინ  საგანგაშო არაფერია,“ -  განაცხადა ლაგაზიძემ რადიოს  ეთერში.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, პოლიტოლოგი  მიიჩნევს,რომ  არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, როცა უკვე უნდა გაიხსნას წინასაარჩევნო ფრონტიასეთი განცხადებები პარტიის შიგნით არსებულ  წინააღმდეგობებზე მიუთითებს“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ