დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

თამარ კეკენაძე სერგეი ლავროვის განცხადებას ცინიკურს უწოდებს 18.09.2020 15:34

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას  ცინიკურს უწოდებს და განმარტავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზრდება ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რადგან მათი ამოცანაა საარჩევნო პროცესში ჩარევით, ხელი შეუწყონ პრორუსული ძალების გაძლიერებას საქართველოში.

 

მისი თქმით, როგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ, კარგად იცის, რუსეთის რეალური სახე.

 

"ლავროვის განცხადება არის ცინიკური და იგი, მისთვის ჩვეულ სტილში, საქართველოს დადანაშაულებით, მიზანმიმართულად ცდილობს აარიდოს რუსულ მხარეს პასუხისმგებლობა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაში.

 

ერთში ნამდვილად დავეთანხმები ბატონ ლავროვს, ქართველი ხალხი ნამდვილად ბრძენია და შესაბამისად, კარგად არჩევს მტერს და მოყვარეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის პარალელურად, რუსული მხარე წლებია ცდილობს, სიცრუის გავრცელებით, ქართული პოლიტიკური სპექტრისა თუ საზოგადოების სხვადასხვას  წარმომადგენელბის მეშვეობით, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე საქართველოში, ყველა კვლევა ნათლად ადასტურებს ჩვენი მოქალაქეების ევროატლანტიკურ არჩევანს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ, კარგად იცის, რუსეთის რეალური სახე და მათი ზრახვები საქართველოსთან მიმართებაში, აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ რეაგირების გარეშე არ დატოვოს არცერთი მსგავსი განცხადება, რომელიც გაკეთდება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან.

 

მაქვს მოლოდინი, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზრდება ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რადგან მათი ამოცანაა საარჩევნო პროცესში ჩარევით, ხელი შეუწყონ პრორუსული ძალების გაძლიერებას საქართველოში.

 

ამ რეალობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს პროდასავლურ ძალებს, ყოველდღიურ რეჟიმში, მკაფიოდ ავუსხნათ ჩვენს მოქალაქეებს თუ რა ამოძრავებს რუსეთს და არცერთი მათი განცხადება თუ ქმედება არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე," - აცხადებს თამარ კეკენაძე.

 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 17 სექტემბერს ტელეკომპანია «RTVI»-ის ჟურნალისტს თინა კანდელაკს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ რუსეთის ურთიერთობა საქართველოსთან აღდგება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ