დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„აბრეშუმის გალერეა" ახალგაზრდა ავტორების ნამუშევრებს მასპინძლობს 18.09.2020 15:31

Silk Factory Studio - „აბრეშუმის გალერეა“ წარმოგიდგენთ ახალგაზრდა ხელოვანთა გილდიაში გაერთიანებული ავტორების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას, რომელთა შორის  არის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები და ხელნაკეთი ნივთები.


გამოფენა 2020 წლის 18 სექტემბერს, 18 საათზე გაიხსნება. პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია გალერეის მიერ სრულად იქნება დაცული.


„ახალგაზრდა ხელოვანთა გილდიის“ მიზანია ნიჭიერ ხელოვანთა პოპულარიზაცია, მათი შემოქმედების ქართველი და უცხოელი დამთვალიერებლისთვის წარდგენა, კატალოგების გამოცემა.


„აბრეშუმის გალერეაში“ წარმოდგენილია 19 ხელოვანის ნამუშევრები, რომელთა შორის თვითნასწავლი მხატვრები და ხელნაკეთი ნივთების საინტერესო ოსტატები არიან.


გამოფენა 18 სექტემბერს გაიხსნება და 20-ში დაიხურება.


მისამართი - თბილისი, მერაბკოსტავას N59 (აბრეშუმის ფაბრიკის ყოფილი შენობა).

 

ავტორები:

 

1.     მაკა ბერძენიშვილი

 

2.     გოგა ანდრიაშვილი

 

3.     მარიამ ქანთარია

 

4.     შოთა იმერლიშვილი

 

5.     ბექა ტოხვაძე

 

6.    ია კოჩინაშვილი

 

7.     თამარ აბაკელია

 

8.   მანანა ელიზარაშვილი

 

9.   ნანა მიქაძე

 

10.   მარიეტა მჟავანაძე

 

11.   თეა ქავთარაშვილი

 

12.    სოფო მუშკუდიანი

 

13.    ნატალია კუცია

 

14.    ნონა მუსხელიშვილი

 

15.   ელენე ტურაშვილი

 

16.   მარიამ დევდარიანი

 

17.   ნინო დანდუროვი

 

18.    ეკატერინე ნიქუტიშვილი

 

19.    მედეა რამაზაშვილი

 

20.    ფატი კახნიაშვილი

 

21.    თამარი სიღნაღიდან

 

22.   ოთარ ქურდაძე

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ