ამით ადამიანებს და ბიზნესებს სტრესი მოეხსნებათ, ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები. ეს შეთავაზება ძალიან დროული და საჭიროა მოსახლეობისათვის. თუ მთავრობა ყურად იღებს ამ ინიციატივას და გაატარებს პრაქტიკაში, მოსახლეობა და ბიზნესი ამოისუნთქებს.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, მთავრობა ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს მსესხებლებს სესხების გადავადების საკითხში. ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა დროული და საჭიროა. არ ჩნდება ბუნდოვანების განცდა, გარკვევითაა მინიშნება, რომ უნდა გადავადდეს, რეფინანსირება მოხდეს ისე, რომ პროცენტი არ დაემატოს და წლების მანძილზე გადაუნაწილდეს მოსახლეობას აღებული სესხი,” - აცხადებს ნიკა შენგელია.
რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით.
ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მცირე რესურსი, რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ეს დროებითი მექანიზმი იქნება ჩანასახი იმ 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც ლელოს “მარშალის გეგმაშია” მოცემული. ინფორმაციას „ლელოს“ პრეს-სამსახური ავრცელებს
ავტორ(ებ)ი : geotime.ge