დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

ნათია თურნავა: ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს, რომ ლარი დავასტაბილუროთ 18.09.2020 16:40

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს, რომ უახლოეს პერიოდში ლარი დაასტაბილუროს.


მინისტრის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით ეფექტურ ნაბიჯებს დგამს.

 

მინდა დარწმუნებით ვთქვა, იმ გაჯანსაღების ნიშნების ფონზე, რაც მომავალში გაძლიერდება, გახსნილი ეკონომიკის, ფრენების გახსნის და იმ ეფექტური ნაბიჯების ფონზე, რასაც ჩვენ ვდგამთ ვირუსის შემდეგი მართვის მიმართულებით, ასევე იმ ფონზე, როდესაც განვაცხადეთ, რომ ბიზნესს სერიოზული შეზღუდვები არ ექნება, ეს, რა თქმა უნდა, სკეპტიკურ მოლოდინებს მოხსნის და ლარის კურსს დასტაბილურების საშუალებას მისცემს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკიც, ამ მიმართულებით საკმაოდ ეფექტური ნაბიჯების გადადგმის პროცესში ვართ. ეროვნული ბანკი საკმარის რესურსს ფლობს, რომ უახლოეს პერიოდში ლარი დავასტაბილუროთ და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოიხსნება დღის წესრიგიდან“,-განაცხადა თურნავამ.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ დაიბარა".

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ