დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს 18.09.2020 17:24

სტრატეგია აღმაშენებლისლიდერი გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას კატასტროფულს უწოდებს.

 

მისი თქმით, ამ სიმძიმეს ეროვნული ვალუტის კურსი ყველაზე მეტად გამოხატავს.

 

ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარებაა და ამას ლარის კურსიც გამოხატავს, რომელიც როგორც წესი, ყველაზე ნათელი მაჩვენებელია იმ უდიდესი გაჭირვებისა და თავის ტკივილისა, რაც ქვეყანაშია. დღეს კიდევ ვუსმენთ მთავრობის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში, რომლებიც უბრალოდ რეალობას მოწყვეტილები არიან, ისინი საუბრობენ სხვა საქართველოზე, სადაც თვითონ დალხენილად ცხოვრობენ და ხალხი არის იქ, სადაც უკიდურესი გაჭირვებაა. აი, ეს უნდა შევცვალოთ 31 ოქტომბერს, ეს არაპროფესიონალიზმი, უვიცობა, კორუმპირებულობა და საკუთარ თავზე ორიენტირებულობა, რადგან მათი მოსმენაც კი, უკვე გამაღიზიანებელია, ეს ადამიანები იმდენად დიდ სიცრუეზე საუბრობენ ყოველთვის“,- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ