დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

გიორგი ბარამიძე: ეს ნიკა მელიას დამოკიდებულებაა და არა მთლიანად პარტიის 18.09.2020 18:18

"ეს თავად ნიკა მელიას დამოკიდებულებაა და არა მთლიანად პარტიის",- ასე გამოეხმაურა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, ნიკა მელიას განცხადებას.

 

მისი თქმით, თუკი ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობას, პარტიაში დადგება ეს საკითხი და მასზე აუცილებლად იმსჯელებენ. 

 

„ჯერჯერობით ეს საკითხი აქტუალური არ არის, რადგან ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში არ იქნება. ის არ აპირებს არც პარლამენტში და არც მთავრობაში ყოფნას,“- დასძინა გიორგი ბარამიძემ.

 

“ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც  ვანო მერაბიშვილი იქნება,“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა მელიამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

 

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში.

 

„მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში, მაშინ, როდესაც აბსოლუტური განუკითხაობა, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო, ამას ვაფასებ. მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ რბილად, ძალიან რბილად, რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური,“- აღნიშნა ნიკა მელიამ.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ