დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ეკა ბესელიას პოლიტიკაში დარჩენა არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული 18.09.2020 18:21

დარჩება თუ არა პოლიტიკაში  ეკა ბესელია  პირდაპირ არის დამოკიდებული არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ  რადიო „ჯორჯია თაიმსის“  ეთერში, ეკა სეხნიაშვილის გადაცემაში „დროული დიალოგი“  პარტია „სამართლლიანობისათვის“  დამფუძნებელმა  ეკა ბესელიამ განაცხადა.

 „თუ არჩევნებში ვერ მივიღებთ მანდატს, მე არ განვეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად ტივტივებენ. მომავალში  გადაწყვეტილება დამოკიდებულია   არჩევნების შედეგებზე.   პარტია პირადი  კომფორტისათვის  არ შემიქმნია. პოლიტიკური პარტიის შექმნა განპირობებული იყო იმით, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა  იმ მთავარი პრინციპის უგულვებელყოფა, რის გამოც ჩემთვის ყველაზე კომფორტული სფერო - ადვოკატურა  დავტოვე და სასამართლოს სფეროს   შეცვლისათვის პოლიტიკაში მოვედი“ -  განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატი  დარწმუნებულია, რომ  მომავალ არჩევნებში იმდენ საპარლამენტო მანდატს მიიღებს, რამდენიც მის ძალას  ანგარიშგასაწევს გახდის. მთლიანობაში  კი, დარწმუნებულია, რომ   მთავრობა აუცილებლად იქნება კოალიციური.

„მესამედ ხელისუფლებაში  მატაც უჭირთ ვინც ციდან ვარსკვლავებ წყვეტს. „ქართულ ოცნებას“ ვარსკვლავები კი არა ისეთი ფატალური შეცდომები აქვს დაშვებული,რომ  გაუჭიერდება  უმრავლესობით მოსვლა“ - განაცხადა  გადაცემაში „დროული დიალოგი“   ეკა ბესელიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ