დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„არსი“ - ბანკები ბიზნესის მიმართ ლოიალურები გახდნენ 18.09.2020 19:13

სახელწიფოს ჩართულობა ბიზნესის დახმარების მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ,,არსის ‘’ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის’’ გადაცემაში ,,კაპიტალი სანდრო ვეფხვაძესთანერთად განაცხადა.

 როგორც მან აღნიშნა, პანდემიამ მძიმე დარტყმა მიაყენა ბიზნესს, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემაა არაა და მას გლობალური სახე აქვს. ახლაც კრიზისის პერიოდში ვართ,“ - განაცხადა ორთოიძემ.

დეველოპერმა აღნიშნა, რომ გაყიდვები 30- 35% არის შემცირებული. „იმისათვის რომ ბიზნესი გადარჩეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო საფინანსო სექტორის ჩართულობა. უნდა აღინიშნოს ისიც რომ წინა 2008 წლის კრიზისისგან განსხვავებით საფინანსო სექტორი ბევრად ლოიალურია. ბანკები ჩართულები არიან სუბსიდირებასა სხვა ერთობლივ პროექტებში“ - განაცხადა ორთოიძემ.

 მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ გამარტივდა ურთიერთობა ქალაქის მერიასთანაც და შესაბამისად უამრავი ბიუროკრატიული ბარიერიც მოიხსნა რაც ბიზნესისათვის წარმოებასა და განვითარებისათვის სერიოზულ დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ